რისი განთავსება წარმოუდგენია დეპუტატ წაქაძეს პარლამენტის შენობაში?

10.12.25 15:45
რისი განთავსება წარმოუდგენია დეპუტატ წაქაძეს პარლამენტის შენობაში?

"ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ყველა სამთავრობო უწყების ერთ სივრცეში განთავსების შემდეგ, გაიყიდება როგორც სამინისტროების, ასევე პარლამენტის შენობაც.

დღეს ჟურნალისტებმა წაქაძეს ჰკითხეს, თუ რისი განთავსება წარმოუდგენია პარლამენტის შენობაში - ივანიშვილის გუნდის წევრის პასუხი ასეთი იყო:

შენობები, რომლებშიც იმყოფებიან, ისინი გაიყიდება ჩვეულებრივად, ტურისტული ადგილია, ცენტრია. ძალიან ბევრ ქვეყანაშია ერთ სივრცეში ყველაფერი. (ჟურნალისტი - სასტუმრო ან სავაჭრო ცენტრი წარმოგიდეგნიათ?) სავაჭრო ცენტრი პარლამენტის ადგილას ნამდვილად არ იქნება, არვიცი რაც იქნება.  ამას ფიქრი უნდა რა. შეირჩევა მერე ალბათ, რა უნდა გაკეთდეს", - ამბობს წაქაძე. 

საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს. 

სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".

მსგავსი სიახლეები