დაუშვებს თუ არა ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების გატარებას? - რა ეჭვები აქვთ ექსპერტებს

10.12.25 17:34
დაუშვებს თუ არა ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების  გატარებას? - რა ეჭვები აქვთ ექსპერტებს

ექსპერტების შეფასებით, გალის რაიონში რუსულ–აფხაზური სატრანზიტო ჰაბის დასრულება მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის ჩუმი თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, ვერ განხორციელდებოდა. ანალიტიკოსების თქმით, ახალი დერეფანი ქმნის რისკს, რომ რუსეთმა საქართველოს გავლით ტვირთების მომსახურება ნახევრად ლეგალურად მოახერხოს, რაც არა მხოლოდ სავაჭრო ინტერესებს, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკურ სტატუსსაც ურტყამს.

თეონა ქუბარდიას თქმით, პროცესის საიდუმლოდ დროში გაწელვა, თბილისის რეაგირების არქონა და პარალელურად დეოკუპაციის სტრატეგიაზე ოფიციალური უარი კრემლს აძლევს საშუალებას, საქართველო კვლავ საკუთარ გავლენის სფეროში მოაქციოს. 

შეუძლებელია საბაჟო ტერმინალის აშენება რუსული ფულით ისე, რომ გარკვეული ფარული მოლაპარაკებებიდა ჩუმი თანხმობა არ იყოს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, ენგურის ხიდზე, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთების რუსეთში გატანას და რუსეთიდან საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გატანას ემსახურება. მითუფრო მაშინ, როდესაც თავად ივანიშვილი იყო 2012-ში, რომელიც მონდომებული იყო აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სტატუსის მიუხედავად და როდესაც ეს გარდაუვლად ჩანს, რომ ამ გზის გახსნას, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაც მოყვება, რაც აზიანებს პოლიტიკურ სტატუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესს და როდესაც სტრატეგიაზე უარი თქვა თავად ირაკლი კობახიძემ დეოკუპაციის, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა გეგმა აქვს რუსეთს საქართველოში, სამ სახელმწიფოდ დაშლილი საქართველო დააბრუნებს თავისი გავლენის სფეროში და ამ პროცესში როგორ ეხმარება ივანიშვილის რეჟიმი კრემლს, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

 

პაატა დავითაია ამბობს, რომ ნებისმიერი სატრანზიტო მექანიზმის ფორმალიზება ავტომატურად გულისხმობს აფხაზეთის „მესამე მხარედ“ დაფიქსირებას, რაც დოკუმენტურად მის დამოუკიდებელ სუბიექტად აღქმას გამოიწვევს. მისი თქმით, ასეთ სქემაში ჩართვა მოსკოვს აძლევს საშუალებას, ანექსიის პროცესი ეტაპობრივად გააფორმოს, ხოლო თბილისი, სიჩუმით, რეალურად ამ პროცესს აოფიციალურებს, მაშინ, როცა ქვეყნის პარტნიორებთან კოორდინირებული წინააღმდეგობა ერთადერთი ეფექტიანი ბერკეტია.

 

გამოდის ის, რომ დაფიქსირებული უნდა იყოს მესამე მხარე, ეს არის აფხაზეთი, ის ითხოვს ამას. ე.ი., დოკუემნტში უნდა იყოს რუსული მხარე, აფხაზური მხარე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საქართველო. ეს სამკუთხედი ნიშნავს, თუ ასეთი რაღაც მოხდა და თუ ვინმეს ამის ხელმოწერა იდეაში აქვს, აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის. მე ვფიქრობ, რომ ამ მეორე გზით სვლაც გაუჭირდებათ და რუსებს ძზალიან კარგად ესმით ეს და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, ჩაატარონ ისეთი მოქმედებები, რაც იწვევს ანექსიას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სიჩუმე, ფაქტობრივადმ ნიშნავს ანექსიის ნიშნებია აღიარებას, იმიტომ, რომ რუსეთი ამით სარგებლობს. დღეს ჩენ ჩვენს პარტნიორებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ მათთან შეთანხმებით უნდა ვმოქმედებდეთ აი, ასეთი ქმედებების წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ამბობს პაატა დავითაია.  

გალის რაიონში აფხაზურ-რუსული სატრანზიტო ჰაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ასტამურ ახსალბას თქმით, ობიექტი თითქმის მზად არის და დარჩენილია მხოლოდ სკანერებისა და რენტგენის სისტემების მონტაჟი. მისი განცხადებით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ტარდებოდა „რთული გეოპოლიტიკური ვითარების“ გამო.

ჰაბის იდეა 2010–2011 წლებში გაფორმებულ რუსეთ–აფხაზეთის საბაჟო შეთანხმებას უკავშირდება, თუმცა 2012–14 წლებში მისი რეალიზება „საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა გარემომ“ შეაფერხა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროექტი რუსეთისთვის „სტრატეგიულად აუცილებელი“ გახდა, ხოლო გალის ტერმინალი რუსისა და აფხაზ ბიზნესმენების კერძო ინვესტიციით შენდება.

ახსალბას განცხადებით, მოსკოვი უკვე განიხილავს მარშრუტის გამოყენებას ირანთან, ინდოეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ტვირთების ნაწილი გალიდან ოჩამჩირის სარკინიგზო ტერმინალში გადავა და იქიდან რუსეთის მიმართულებით გაიგზავნება.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე ქვეყნების საქონელი აფხაზურ ბაზარზე არ მოხვდება, ხოლო დერეფანი აფხაზურ პროდუქციას ექსპორტის შესაძლებლობას გაუზრდის.

 

 

მსგავსი სიახლეები