ივანიშვილი „ტყვეების გაცვლას“ მხოლოდ პირადი სანქციების ასაცილებლად განიხილავს - ზურაბ ცეცხლაძე
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ტყვეების გაცვლას" მხოლოდ მისი პირადი სარგებლის ნახვის შემთხვევაში განიხილავს. ზურაბ ცეხლაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ამ ნაბიჯს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ გადადგამს და ამის წინაპრიობა მხოლოდ სანქციებისგან თავის არიდება იქნება.
ტყვეების გაცვლა ხდება რაღაც სარგებლის მიღების სანაცვლოდ და მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის სასარგებლო სანქციებთან მიმართებაში არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილი რაიმე გადაწყვეტილებას. ის ყოველთის ელოდება თუ პირადად მას ელოდება მაინც, რომ ძალიან მკაცრი და ხისტი სანქციები განხორციელდება მის მიმართ და სწორედ ეს სინდისის პატიმრები და ტყვეები დასჭირდება მაშინ, რომ პირადი სანქციებისგან გათავისუფლდეს ამ ტყვეების გაცვლის საფუძველზე, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა - გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.
- გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
- გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
ბელარუსის ამ ბოლო მოვლენების შემდეგ ქართული ოპოზიცია ამგვარი სცენარის მოლოდინს არც ივანიშვილის გუნდისგან გამორიცხავს.