მარიამ ლაშხი: მთავარია, "დიფ სთეითის" რებრენდინგი არ მოხდეს

15.12.25 15:16
მარიამ ლაშხი: მთავარია, "დიფ სთეითის" რებრენდინგი არ მოხდეს

 

 

მთავარია, რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის დიფ სთეითს, - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპიც "დიფ სთეითის" პროექტია. 

ივანიშვილის დეპუტატის თქმით, "მთავარია, დიფ სთეითის რებრედინგი არ მოხდეს". 

მთავარია, რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის დიფ სთეითს. მთავარია, რომ რებრენდინგი არ მოხდეს დიფ სთეითის, ძალიან ბევრი რამით დაამარცხა. ჩვენ რასაც ვამბობდით წლების განმავლობაში, მაგალითად USAID-თან მიმართებაში, მაგალითად, სხვა ხარჯებთან მიმართებაში, რომელიც მიმართული იყო არა ქვეყნის ინტერესებზე, რომელიც ასევე იყო გარკვეული ზეგავლენებისთვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა, ზუსტად იგივე თქვა ტრამპმაც და დახურა, - ამბობს ლაშხი. 

ივანიშვილის ფილოსოფოსი ტრამპს "ოლიგარქიული ოჯახების" მოკავშირედ აცხადებს. ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელიც, მისი მოსაზრებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლსა და დასავლეთში მიმდინარე პროცესებს ეხება.

შათირიშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ მოჩვენებითია, ხოლო რეალურად ამერიკული ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების რიტორიკა და ქმედებები ევროკავშირის დასუსტებასა და დაშლის პროცესს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები