რას პასუხობს "ოცნება" მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების განცხადებას

18.12.25 18:06
რას პასუხობს "ოცნება" მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების განცხადებას

"არა ეთიკური და არა აკადემიური" - ასე აფასებენ "ოცნებაში" მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიკოსების განცხადებას, რომელშიც ირაკლი კობახიძეს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის გადახედვისკენ მოუწოდეს. 

გია ვოლსკის განცხადებით, 65 აკადემიკოსის განცხადება "ყვავის ჩხავილია". 

ასეთი ყვავის ჩხავილი, როგორსაც მიმართავენ ოპონენტები, აბსოლუტურად არ არის მისაღები, არაფერი დაკლებია, თუ რამე არ მოემატა, უფასო განათლების სისტემა შექმნან ჯერ თავის ქვეყნებში და შემდეგ უკვე ისაუბრონ იმაზე, რა ნაკლოვანებები აქვს ჩვენ განათლების სისტემას. ეს განათლების სისტემის რეფორმა მიმდინარე პროცესია, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები თავიანთ ტიტულებს არცხვენენ.

ეს არის ძალიან არა ეთიკური და არა აკადემიური, ისინი არცხვენენ თავიანთ ტიტულებს, რადგან არცერთი თავმოყვარე პროფესორი არ დადებს დასკვნას, თუ არ გაეცნო ინფორმაციას. ვერ გაეცნობოდნენ, რადგან ეს დეტალები, რაც უნდა იყოს კონკრეტიკაში გადათარგმნილი, ჯერ არ არსებობს, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები