დიპ ფოსტა და უტა ივანიშვილი - სკანდალის შემდეგ, საქართველოს ელჩი იაპონიაში კამერების წინ პირველად გამოჩნდა
წლის დასაწყისში უტა ივანიშვილთან დაკავშირებული სკანდალის და იაპონური მედიის გამოძიების შემდეგ, საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა დღეს კამერების წინ პირველად გამოჩნდა.
- შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყებოდა.
- გამოცემამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.
- Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
თეიმურაზ ლეჟავამ მცდელობის მიუხედავად "TV პირველის" შეკითხვებს არ უპასუხა.