ბაჩოს [ახალაია] ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი - ანი ნადარეიშვილი
"ბაჩოს [ახალაია] ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით ისიც არ აქვთ დადგენილი"- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლი, ანი ნადარეიშვილი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს.
ნადარეიშვილის თანახმად, რამდენჯერაც მისი მეუღლე გამოკითხვაზე დაიბარეს, იმდენჯერ მას დაურეკეს და არა თავად ბაჩო ახალაიას, მიზეად კი გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ მათ ახალაიას პირადი მობილური ტელეფონის ნომერი ვერ არ ჰქონდათ და მასთან კონტაქტს ვერ ახერხებდნენ.
"კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა] არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ, ზოგიერთი ნათესავია, ოჯახის ახლობელი, მეგობარი და ა.შ. სრული ბოდვაა [სუს-ის ბრიფინგი]. ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე მე დამირეკეს, "ფეისბუქზეც" დავდე, რომ დამირეკეს მე და დაიბარეს ბაჩო. მე მაშინ ვუთხარი, რომ მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით ისიც არ აქვთ დადგენილი იმიტომ, რომ კესო ჩემი შვილიშვილი ეგონათ გუშინ, მარიშკას შვილი ეგონოთ და წარმოიდგინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არის ლაპარაკი. ასეთ ბოდვაში ვართ.
ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ, გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო დაიბარეს ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით. ბაჩოს ტელეფონი საიდან დაადგინეს, არ იციან ბაჩოს ტელეფონი. საიდან ადგენენ რომ ჩემი ტელეფონი არ არის ან ვინმესი და ბაჩოსია? საიდან ადგენენ ამას, ვარაუდია ხომ? სასაცილოა, მაგრამ ჩვენთან ხომ ცირკები ხდება სასამართლოში. მიიღებს ამ საქმეს ალბათ სასამართლო, მაგრამ ასეთი საქმე როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ? " - ამბობს TV პირველთან ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი.
ასევე ნახეთ: ბაჩო ახალაიას ცოლის პირველი ვრცელი კომენტარი
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.