"როცა ვასილ კაძელაშვილი დააკავეს, სთხოვდნენ, რომ დაედო ხელი პარტიაზე" - ირაკლი კუპრაძე

29.12.25 22:04
"როცა ვასილ კაძელაშვილი დააკავეს, სთხოვდნენ, რომ დაედო ხელი პარტიაზე" - ირაკლი კუპრაძე

"როცა ვასილ კაძელაშვილი დააკავეს, სთხოვდნენ, რომ დაედო ხელი პარტიაზე," - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და სინდისის პატიმრის, ვასილ კაძელაშვილის დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა. 

  • სინდისის პატიმრის წერილის მიხედვით, "დაკავებამდე, დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ, მას “იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, თუმცა ვერ გატეხეს".

ვასო კაძელაშვილი არის ჩვენი პარტიის წევრი. ჩვენი ორი თანამებრძოლი, რომლებსაც მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, იმყოფებიან ტყვეობაში. მე გუშინ და გუშინწინ ველაპარაკე მათ, დამირეკეს საპატიმროდან. მთავარი განცდა არის ის, რომ თუ ვინმე ასხივებს იმედს და ბრძოლის უნარს, არიან სწორედ ეს ადამიანები.

ის, რაზეც ვასო კაძელაშვილი საუბრობს ამ წერილში, ჩვენთვის ნაცნობი საკითხია, ჩვენ ეს პროცესი, ზეწოლა ერთად გავიარეთ. მაშინ, როცა ის დააკავეს, მას სთხოვდნენ, რომ დაედო ხელი პარტიაზე, პარტიის ლიდერებზე, თითქოს არარსებული ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს, თითქოს რაღაც დავალებით უნდა ემოქმედა.

[...]

ერთადერთი გზა მათიო თავისუფლების, არის ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება მაქსიმალური წნეხი ქვეყნის შიგნით, საგარეო ველზე ჩვენი აქტიური მუშაობა, ეს ასე სწრაფად ამ ვითარებაში ვერ იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ მოცემულობები, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.