საგარეო: ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა
იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები იმ ტანკერის ბორტზე, რომელიც შტატებმა ატლანტიკის ოკეანეში დააკავა? - როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროი "პირველებს" განუცხადეს, "ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში "ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა".
მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.
2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა"- აცხადებენ უწყებაში.
რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც. სააგენტო წერს, რომ ისინი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას ახორციელებენ.
რუსული პროპაგანდულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა.
იგივე წყაროები ირწმუნებიან, რომ ხომალდის ბორტზე დაკავებულ 28 პირს შორის 20 უკრაინის, 6 საქართველოს და 2 რუსეთის მოქალაქეა.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო "ბლოკადა" სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.