რა მისიით ჩამოვიდა პრორუსი ბიზნესმენი თბილისში - [შეფასება]

08.01.26 17:46
რა მისიით ჩამოვიდა პრორუსი ბიზნესმენი თბილისში - [შეფასება]

თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინის მოკავშირე პრორუსი ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას საქართველოში ვიზიტი შემთხვევითი არ არის. 

ფიფიას გააქტიურება დროში ემთხვევა ახალი წლის დღეებში იგორ გიორგაძის ვიდეომიმართვასაც, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღებაზე და მისი ნეიტრალიტეტით ჩანაცვლებაზე საუბრობს.  

აქუბარდია ამბობს, რომ ახლა უკვე მამუკა ფიფიას გაქტიურება აჩვენებს, რომ კრემლი კიდევ უფრო გააქტიურდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ არა მხოლოდ დე-ფაქტო, არამედ დე-იურე დააბრუნოს.

მე არ ვფიქრობ, რომ შემთხვევითია მამუკა ფიფიას მიერ პატრიარქთან შეხვედრის პოლიტიკურად გამოყენება კრემლის ინტერესების შესაბამისად, რამდენადაც წელი დაიწყო იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვით, სადაც ის საუბრობს, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის ამოსაღები და ნეიტრალიტეტით არის ის ჩასანაცვლებელი და ახლა, ახალი წლიდან მამუკა ფიფიას გაქტიურება აჩვენებს, რომ კრემლი კიდევ უფრო გააქტიურდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ არა მხოლოდ დე-ფაქტო, არამედ დე-იურე დააბრუნოს", - ამბობს აქუბარდია. 

ვისი ორგანიზებით შედგა პრორუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა? - ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა ფიფია საპატრიარქოში გამართული შეხვდრის დეტალებზე "პირველებთან" ვრცლად აღარ საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში  მისივე გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად წერს, რომ საპატრიარქოში შეხვდრის დროს "დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა". 

აღნიშნული საკითხის ირგვლივ დიალოგს საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა ის, რომ მამუკა ფიფია ნამდვილად ესტუმრა ოჯახთან ერთად პატრიარქს, ამას "პირველებთან" ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.  ვისი ორგანიზებით შედგა შეხვედრა, ამაზე ზვიადაძე არაფერს ამბობს. 

  • შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს მათ ხელთ აქვთ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.