გამარჯვებად გაფორმებული დამარცხება - გაბათილებულია 30 000 ხმა
გაბათილებულია 30 000 ხმა - ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა არჩევნების მეორე ტურზე მისული ხალხის ხმების 3% ნაგავში გადაყარეს.
მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რვა საათზე უბნების დახურვის დროს, "ქართული ოცნების" კანდიდატებს ბათუმსა და ქუთაისში არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მათ გამარჯვება ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე დაუწერეს.
მაგალითად, ქუთაისის 101-ე საარჩევნო უბანზე მხოლოდ ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. "ქართული ოცნების" კანდიდატს + 1 ხმა დაუწერეს, ეს მაშინ როცა 18 ბიულეტენი გაბათილებუილია.
რაც შეეხება თელავს, მეცხრე უბანზე, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი სამი ხმით გახდა გამარჯვებული, 27 ბიულეტენი კი ნაგავში გადაყარეს.
ბათუმის 28-ე საარჩევნო უბანზე გადამწყვეტი ერთი ხმა აღმოჩნდა - 25 ბიულეტენი კი გაბათილებულია.
განათილებულია ის ბიულეტენები, სადაც ხმა ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდაა დაფიქსირებული. აღმოჩნდა, რომ ნაწილზე ბეჭედს არ არტყამდნენ. გაბათილებულია ისეთი ბიულეტენებიც, სადაც თავდაპირველად 41-ია შემოხაზული, რაც გადახაზულია და შემოხაზულია 5.
ასევე ნახეთ - ქუთაისი, ფოთი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი - მტკიცებულებები, თუ როგორ გაუბათილეს ოპოზიციას მოპოვებული გამარჯვება