,,ეს პარლამენტი კარიკატურაა! - ზურა ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
პარლამენტს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. მამუკა ხაზარაძის შემდეგ წასვლის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო.
მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ის უახლოეს საათებში მიმართავს.
განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ უახლოეს დღეებში დავწერ, არ მჯერა, რომ ეს პარლამენტი როდესმე შედგება, ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ჩემი ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
არ არის გამორიცხული, კიდევ გაიზარდოს იმ პოლიტიკოსების რიცხვი, ვინც გაყალბებული არჩევნების გამო პროტესტს შეუერთდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან ახალი მიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი.