გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური

01.11.21 17:49
გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”, - აცხადებენ უწყებაში

ერთ-ერთი ვერსიით იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება - სკანდალური ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. 

მსგავსი სიახლეები