ეს არ არის დემოკრატია - იან კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე

03.11.21 07:25
ეს არ არის დემოკრატია - იან კელი მოსამართლეთა დანიშვნაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას ეხმაურება. კელი Twitter-ზე საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას ციტირებს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.

"პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია" - წერს იან კელი.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი  პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. 

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან. 

მსგავსი სიახლეები