ზურაბიშვილი ერთადერთია, ვისაც აქვს კონსტიტუციური ბერკეტი სიტუაციის განსამუხტად - სამადაშვილი
ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად კონსტიტუციური ბერკეტების გამოყენებას ურჩევს. ფრაქცია "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდნეტი ერთადერთია, ვისაც სიტუაციის განმუხტვა შეუძლია.
კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ეს არის მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დანიშვნა, საწინააღმდეგო იქნება მხოლოდ კრიზისის გამწვავება, პოლარიზაცია, რომელიც მიიღებს ძალიან საშიშ ფორმებს ჩვენი სახლემწიფოსთვის და ჩვენ გვაქვს გამოცდილება სად მიყავს რადიკალურ დაპირისპირებას ჩვენი საზოგადოება.
სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, ვისაც აქვს კონსტიტუციური ბერკეტი, რომ განმუხტოს ეს ვითარება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და მისი ეს პოზიცია უცვლელია.