ვატო წერეთელი პარლამენტში შეუშვეს
"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას სანახავად მისული "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პარლამენტში შეუშვეს. ვატო წერეთელს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საშვი დაშვებული იყო.
პარლამენტში შესვლამდე ,ტვ პირველის" დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას ნახვა პარლამენტს გარეთ მოუწია.
მოშიმშილე პოლიტიკოსის მოსანახულებლად პარლამენტში ასევე იმყოფებოდნენ ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე.