"საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს" - არტემ ურშულსკი

17.03.26 14:38
"საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს" - არტემ ურშულსკი

"ის, რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია" - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, არტემ ურშულსკიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. 

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს და ევროკავშირისგან უფრო მეტად აშორებს.

დიახ, სიმართლეა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია. ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული ძალების ძლიერი პარტნიორი და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიჰყავს და ევროკავშირისგან უფრო მეტად აშორებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ მხარეს საქართველოში. თუ არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ისინი," - თქვა არტემ ურშულსკიმ. 

 ასევე ნახეთ: 

  • "თუ მათ [ოცნებას] სურთ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ" - ბენჟამინ ჰადადი
  • "უკან დახევა, რომელსაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, მხოლოდ დასანანია" - გიუნტერ კრიხბაუმი