პროცენტიანი სესხების სკანდალი - "ოცნება" ივანიშვილს იცავს
პარლამენტის სხდომა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებების განხილვით გაიხსნა. "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი ტურიზმის განვითარების ფონდის დოკუმენტების გასაჯაროვება გახდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაარსებული სასტუმროების მმართველი კომპანია წერს, რომ პროცენტიან სესხს ივანიშვილის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდიდან იღებს.
„ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა მედიასაშუალებები ფაქტების დამახინჯებასა და მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა, ხოლო ოპოზიციური მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტები „მანიპულაციად“ შეაფასა.
პარტიული მედიამანქანა აკერმანის ინსტრუქციებით ამუშავდა როგორ გადაფარონ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება და როგორ დაამახინჯონ ფაქტები, რომელიც, ერთი შეხედვით, ორ იურიდიულ სუბიექტს შორის, უბრალოდ, სამართლებრივი ურთიერთობაა, მაგრამ ტვ პირველის ხელში სკანდალი და მანიპულაციაა.
ამას მეორე პარტიული ტელევიზია მოჰყვა, ვითომ ხმაურიანი ინტერვიუთი, სადაც ვითომ მოწმე ბევრჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს და ჟურნალისტი კი ისტერიული და იდუმალებით მოცული ხმით მოყვება პრომიტიული აზროვნებისთვის გამიზნულ სკანდალს.
ეს უხარისხო სიუჟეტები ყოვეწლიური გეგმის ცენტრალური ხაზია მაშტაბური ქველმოქმედების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებს თუ რამით არ გადაფარავენ და არ გააუფასურებენ, რანაირად გამოუვათ მათი ერთგვარი სექტის ემოციური დაპურება? თუ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არ უარყვეს, საკუთარი მავნებლობები რით გაამართლონ? რომელი ელისო ჯარიაშვილი თუ უჩა ნანუაშვილი გადაფარავს იმას, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩნებინა ის, რაც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და რითაც ასე ძალიან ვამაყობთ?
თავად ბიძინა ივანიშვილის დავესესხები, ერთი ჭკვიანი კაცი არ გამოჩნდა ოპოზიციაში, რომ უთხრას, "ნუ ურტყამთ კედელს თავს - არაფერი გამოგივათ", - თქვა ნინო წილოსანმა.
საკითხს პარლამენტში სხვა დეპუტატების გამოხმაურებაც მოჰყვა.
მე მინდა, ქალბატონ ნინოს შევუვსო ის დანაკლისი, რაც მან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე გააკეთა. გამორჩა სპორტი. სპორტში ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, - თქვა სხდომაზე შოთა ხაბარელმა.
პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. რიმა ბერაძემ მიმდინარე პროცესები დესტაბილიზაციის მცდელობის კონტექსტში შეაფასა და ამტკიცებდა, რომ 26 მაისისთვის მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება.
26 მაისს დესტაბილიზაციის შემოტანის კიდევ ერთი მცდელობას გეგმავს. სცენარი კვლავ უცვლელია, ისევ უცხოეთიდან ჩამოსული რევოლუციონერების მიერ დატტრენინგებული ახალგაზრდების გამოყენება, მაგრამ ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ, ჩვენი სახელმწიფო ახლა განვითარების სულ ხვა ეტაპზეა, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ქვეყნის დაზიანების არცერთი მცდელობა არ რჩება შეუმჩნეველი. ყველა ასეთი გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც მათ მიერ ორგანიზებული 5 რევოლუციის მცდელობა, - თქვა რიმა ბერაძემ.
ირაკლი კირცხხალიამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო კონტექსტზე და მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან მართულ კამპანიებთან დააკავშირა.
ჰერჩინსკის იმ განცხადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადმაიანის ქმედებებისა და განცხადებების უკან დიფ სთეითის ხელწერა ჩანს. საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დიკსრედიტაციის მორიგი აბსურდული კამპანია წამოიწყეს. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ, - თქვა ირაკლი კირცხხალიამ.