აი, საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს [ფასების] კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა? - შარმანაშვილი
"აი, საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს [ფასების] კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა"- ამის შესახებ "ქართული ოცნნების" წევრმა, დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
"პირველებმა" დღეს საკანონმდებლო ორგანოში იკითხა, რატომ არ გადის კომიტეტზე ფასების კომისიის დასკვნა.
- 104-გვერდიანი დოკუმენტი წესით ბიუროზე კენჭისყრაზე უნდა გასულიყო და პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადასცემოდა, თუმცა პროცედურები ამ დრომდე არ დაწყებულა.
შეიტანენ დღის წესრიგში და გამოვა, ახლა აქ არაფერს ერთი კვირა, 10 დღე არ წყვეტს. აი საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა, აუტკივარი თავი ხომ არ ავიტკიეთ, ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრაზე სერიოზულად რომ არ ვფიქრობდეთ, საერთოდ არ ვისაუბრებდით ამაზე. გარკვეული დრო ამას დასჭირდება, მაგრამ გაკეთდება," - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამავე თემაზე:
1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.