"ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება" - ვოლსკი შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე

15.05.26 17:29
"ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება" - ვოლსკი შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე

 

 

"ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება" - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, გია ვოლსკი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსთვის, ირაკლი შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას.

ვოლსკი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამერიკას ინტერესი ჰქონდეს რომ გარკვეული ინფრომაციის მატარებელი ადამიანი საკუთარ საფარქვეშ ჰყავდეს.

შეიძლება რაღაც ინტერესიც არის, რომ გარკვეული რესურსის, გარკვეული ინფორმაციის მქონე ადამიანი იყოს საფარქვეშ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, თუმცა გაგრძელდება ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ასევე ნახეთ: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ინფორმაცია "პირველების" ეთერში პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები