შაიშმელაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს? - ირაკლი ზარქუა

15.05.26 17:39
შაიშმელაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს? - ირაკლი ზარქუა

"ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ არ იცის, ვინ არის ირაკლი შაიშმელაშვილი, ვისაც ამერიკამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ზარქუა ფიქრობს, რომ შაიშმელაშვილმა ისტორიები შეთხზა და სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია შეცდომაში შეიყვანა.

მე არ ვიცი შაიშმელაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, მაგრამ თუ იმ სამსახურის უფროსი იყო, ე.ი. გაიქცა და თხზავს ეტყობა რაღაც ისტორიებს. რას საუბრობს იქ და რა სიგიჟეებს ამბობს... (კითხვა: შეცდომაში შეიყვანა ტრამპის ადმინისტრაცია?) მე არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაშიც ქვედა ესელონებშიც მიდის რეფორმები", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ასევე ნახეთ: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ინფორმაცია "პირველების" ეთერში პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.