დეპარტამენტი, რომლის მიზანს ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენდა, ხელისუფლებას დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით - ბუჩუკური

18.05.26 18:38
დეპარტამენტი, რომლის მიზანს ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენდა, ხელისუფლებას დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით - ბუჩუკური

“გახარია საქართველოსთვის“ წვერი, ანა ბუჩუკური ეხმიანება “ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება.

როგორც ბუჩუკური წერს, შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წელს, გახარიას გადაწყვეტილებით შეიქმნა, რომელიც ადამიანის უფლებების მაღალი ხარისხით დაცვას წარმოადგენდა.

ეს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით, - წერს ბუჩუკური.

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2018 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რაც სამინისტროს სისტემის რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ დეპარტამენტის მიზანს საპოლიციო სისტემის მუშაობის პროცესში ადამიანის უფლებების მაღალი ხარისხით დაცვას წარმოადგენდა.

დღეს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით, - წერს ბუჩუკური.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

მსგავსი სიახლეები