დრამებს რატომ ეძებთ? - "ოცნება" ივანიშვილის პირადი მცველის შს მოადგილედ დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს

11.06.26 15:47
დრამებს რატომ ეძებთ? - "ოცნება" ივანიშვილის პირადი მცველის შს მოადგილედ დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს

"ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციისთვის კვალიფიციური კადრია და მისი ადგილი სწორედ ძალოვან სისტემაშია. 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გააძლიერებს. 

რატომ გინდათ ყველაფერში ეს დრამატურგია ნახოთ, დრამებს რატომ ეძებთ, კაცი არის პროფესიონალი, წლებია ამ სამსახურშია, უსაფრთხოების სამსახურში, ნიჭიერი, კვალიფიციური კადრი და ყოველთვის, რომელიც ასეთი კადრია, ის გააძლიერებს სამინისტროს. ბატონი ბახუაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი თავის საქმის და სწორედ ძალოვან სისტემაშია მისი ადგილი და გააძლიერებს სამინისტროს, ეს გადასაწყვეტია მინისტრის," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

"ოცნების" წევრის, ზვიად შალამბერიძის მტკიცებით, ჩვეულებრივი მოვლენაა კადრების ცვლილება, როდესაც სამინისტროში ახალი მინისტრი ინიშნება და ვიღაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი. 

ეს არის ჩვეულებრივად გუნდის გაძლიერება, ვიღაც შეიძლება იყოს ბატონი ბიძინას დაცვის უფროსი, თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვეულებრივი თემაა, როდესაც ახალი მინისტრი მოდის სამინისტროში და გარკვეული მაღალი კადრის ოფიცრები იცვლებიან და შესაბამისად ახალ თანამდებობაზე ინიშნებიან. ამაში მე უცნაურს ვერაფერს ვერ ვხედავ. კონკრეტულად საიდან გადმოვიდა, როგორ გადმოვიდა და რატომ - ეს ახლა მე არ ვიცი," - თქვა ზვიად შალამბერიძემ. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა

ოპოზიციაში ფაქტს ბიძინა ივანიშვილის "შიშებს" უკავშირებენ - მათი თქმით, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "გუნდს არ ენდობა" და ყველა უწყებაში სანდო ხალხი გადაისროლა. 

მსგავსი სიახლეები