"პირველი თვალს ვინ დაახამხამებს - ამ თამაშშია შესული "ოცნება" [ევროკავშირთან]" - ბუკა პეტრიაშვილი

12.06.26 22:13
"პირველი თვალს ვინ დაახამხამებს - ამ თამაშშია შესული "ოცნება" [ევროკავშირთან]" - ბუკა პეტრიაშვილი

"პირველი თვალს ვინ დაახამხამებს" - საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, ბუკა პეტრიაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ევროკავშირთან პოლიტიკურ თამაშშია შესული. 

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ელოდება, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ, რათა შემდეგ თქვან - "ხომ გეუბნებოდით, რომ ევროპულ კავშირს თვითონ არ უნდა საქართველოს მიღება".

ბუკა პეტრიაშვილის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მისულან - "შიგნით არის საკმაოდ სერიოზული მსჯელობა და კამათი". 

არ არის მისული ამ გადაწყვეტილებამდე [ევროპელი პოლიტიკოსები უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებამდე], ეს ერთი და მეორე, აქ პოლიტიკურ თამაშში - პირველი თვალს ვინ დაახამხამებს - შესულია "ქართული ოცნება" რეალურად იმიტომ, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ევროპულმა კავშირმა, ევროპულმა სტრუქტურებმა და მერე გაეხსნათ მათ ხელ-ფეხი, რომ ხომ გეუბნებოდით, რომ ევროპულ კავშირს თვითონ არ უნდა საქართველოს მიღება. რეალურად, არა მხოლოდ ვაკვირდებით, სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით, მე და სხვა დიპლომატებმაც, ვისაც აქვს დიპ. კორპუსთან ურთიერთობები, რომ მათ [ევროკავშირს] არ აქვ სურვილი, რომ ასეთი მძაფრი და მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღონ. არ არის ერთსულოვნება და არ ვიტყვი, როგორია ბალანსი ქვეყნების, ვინ როგორ პოზიციონირებს ამ უმწვავეს და უმძიმეს საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შიგნით არის საკმაოდ სერიოზული მსჯელობა და კამათი, როგორ ჩამოყალიბდნენ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა. 

ვიზალიბერალიზაციის შესახებ გუშინ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის შენობის დატოვების შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ თქვა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. 

ასევე ნახეთ:

შეხვერდის დეტალებზე "პირველებთან" ინტერვიუში ისაუბრა რიკარდ იოზვიაკმა:

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები