"რეჟიმი შიგნიდან იშლება“ - გეგელია პოლიციის ძალადობის კადრებზე

14.06.26 11:36
"რეჟიმი შიგნიდან იშლება“ - გეგელია პოლიციის ძალადობის კადრებზე

 

 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიციელების მიერ გადაღებული და გავრცელებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემები კვლავ სისტემურ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამ დაადასტურა როგორც კადრების ავთენტურობა, ისე ის ფაქტი, რომ მათში მონაწილე პირები წლების განმავლობაში პოლიციის რიგებში რჩებოდნენ. 

კადრები ადასტურებს იმას, რომ სისტემური დანაშაული არსად წასულა, სისტემა არის ისეთივე გამომპალი, როგორც ის, ოდიდთგანვე, სამწუხაროდ, იყო, იმიტომ, რომ არავითარი სისტემური რეფორმა არ განხოციელებულა. ჩვენ ვნახეთ შსს-ს შემზარავი განცხადება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს გარემოებას, იმიტომ, რომ შსს-მ აღიარა პირდაპირ, რომ კადრები არის ნამდვილი და აღიარა აგრეთვე ის, რომ მინიმუმ, 4 წლის განმავლობაში ეს სადისტები თავიუსფლად გადაადგილდებოდნენ, კვლავა ირიცხებოდნენ პოლიციელტა რიგებში, ჰქონდათ მთელი ის უფლებამოსილებათა მანდატი, რაც გააჩნია სამართალდამცავ ოფიცერს. ის, რომ ეს კადრები ვრცელდება, მოწმობს ერთადერთს, რომ ეს რეჟიმი იშლება შიგნიდან, - ამბობს გეგელია. 

TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.

მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს. ერთ-ერთ ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ფიზიკური ძალადობისა და იძულების ფაქტი. ასევე შესაძლებელია სავარაუდო მონაწილე პოლიციელების ამოცნობა ხმებითა და გამოსახულებით.

 

მსგავსი სიახლეები