რეფორმათა საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, "რეფორმათა საბჭო" "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლად შეიქმნა - ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდცენტის ინიციატივით, საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ინიციატივით მოქალაქეებს, მათ ვისაც მათ შორის არ სურთ პარტიულობა, ეუბნება, რომ სწორედ მათი შეხედულებების მიხედვით განახორციელებს რეფორმებს ენმ-ში.
რეფორმათა საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად რამდენიმე მიზეზის გამო - ერთი იმიტომ, რომ გვინდა, იყოს რაღაცნაირად საქმიანი კოალიცია. "ნაციონალური მოძრაობა" ახლა არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერს, ბრძოლაში მყოფს უთხრას - ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად ვიმუშავოთ ამ ბრძოლის იარაღის გაძლიერებაზე, თქვენი შეხედულებების მიხედვით რეფორმები განვახორციელოთ პარტიაში, ისეთი შევქმნათ, როგორსაც თქვენ ხედავთ უფრო მომხიბვლელად და უფრო მიმზიდველად, შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენოთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი. იმიტომ, რომ ამ პროცესში შეიძლება მონაწილეობის მიღება სურდეს ისეთ ადამიანებს, რომელბსაც არ სურთ იყვნენ პარტიულები", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა საუბარი თინა ბოკუჩავასთან რეფორმათა საბჭოს შესახებ, რაზეც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ენმ-ს ლიდერთან "საქმიანი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა".
ჩვენ გვქონდა ძალიან საქმიანი და საინტერესო შეხვედრა საქმიან ფორმატში, გვექნება ალბათ კიდევ, მაგრამ არასწორია ნებისმიერი სხვა ადამიანის ნაცვლდა მე ახლა კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
"რეფორმათა საბჭოს" შესახებ კომენტარი გააკეთა ენმ-ს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმაც - მისი განმარტებით, აღნიშნული საბჭო პარტიული ორგანო არ იქნება.
ფალ~ვლენიშვილისვე თქმით, თინა ბოკუჩავა პარტიიდან წასვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, პარტიის დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ენმ-ში რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ნანუკა ჟირჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.
"ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური" - წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმით, რეფორმატორთა საბჭო ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას შემოდგომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი ივლისის ბოლოს, ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც სააკაშვილის თქმით, აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს.