ოცნება ეუთოს წინააღმდეგ - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ სადამკვირებლო მისიის დასკვნა გააყალბა
"ოცნება" ეუთოს წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ეუთოს სადამკვირებლო მისიის დასკვნა გააყალბა.
პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართული უწოდება და ირწმუნებოდა, რომ დღეს მიღებული დოკუმენტი "სკანდალია თავად ასამბლეისთვის".
იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა კვლავ დაგვანახა თავისი სახე და თავისი თავი შეგვახსენა, საქართველოსთან მიმართებით ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. ფაქტების ნაცვლად, გვაქვს მანიპულაციები, არის საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შეთხვზის მცდელობები. ასე რომ, ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო, თუ სხვა მსგავსი ფორმატები. ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ. ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესხმიან თავს საქართველოს, ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილი არიან საქართველოზე, რათა რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელ ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტით თავს დაესხან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.