რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
2025 წელს რუსეთიდან შემოსული ამანათების რაოდენობა 474%-ით, 1.1 მილიონამდე, ხოლო ჯამური ღირებულება 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიემჯი" წერს.
რუსეთიდან შემოსული ამანათები მნიშვნელოვანწილად იაფი ღირებულების საქონელს წარმოადგენს და საშუალო ფასი მხოლოდ 47 ლარს შეადგენს. ბოლო წლებში საქართველოში გააქტიურდა რუსული ონლაინ მაღაზიები - Ozon-მა და Wildberries-მა საქართველოში წარმომადგენლობი გახსნეს. ზრდაც სწორედ სავარაუდოდ ამ ორ კომპანიას უკავშირდება.
Wildberries-ი რუსული სანქცირებული კომპანია, რომელიც საქართველოში 2024 წლიდან ოპერირებს. ამ კომპანიის შესახებ შაბათის ეთერმა თვეების წინ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. სწორედ ამ ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ "ვაილდბერისის" ერთ-ერთი მფლობელი "ქართუ ბანკის" ერთ-ერთი შეფი იყო, რომელიც წილების გადაფორმების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.