წამალი გველის წინააღმდეგ და ბობმბონერი - "ალუბლის ვნება" - ოპოზიცია ოზურგეთის მერის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

09.07.26 12:34
წამალი გველის წინააღმდეგ და ბობმბონერი - "ალუბლის ვნება" - ოპოზიცია ოზურგეთის მერის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

 

 

წამალი გველის წინააღმდეგ, ბობმბონერი - "ალუბლის ვნება" და სარესტორნო მომსახურეობა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ოზურგეთის მერის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. 

"ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის" წევრის, თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ პაატა კუნჭულიამ გველის წამალი მას შემდეგ შეიძინა, რაც "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია საბავშვო ბაღში გველის მიერ დაკბენილი მასწავლებლის შესახებ და სკოლები და ბაღები საზაფხულო არდადეგებზე გავიდნენ. 

მას შემდეგ, რაც ოზურგეთის ბაღის მასწავლებელი გველმა დაკბინა, ასევე სკოლის წინ ადამიანს უკბინა გველმა და ხალხმა თავისით გადაწყვიტა, რომ ტერიტორიები გაეცელათ და მას შემდეგ, რაც სკოლები და ბაღები მოიხსნა, ოზურგეთის ე.წ. მერმა 12 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გველის გამანადგურებელი წამლები შეეძინა და შესაბამის შესყიდვას ვნახულობთ მის გვერდზე. 

ამას გარდა, ოზურგეთის მერის ხარჯები ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე და ათი ათას ლარამდე როდესაც სარესტორნო მომსახურეობებში არის დახარჯული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამის პარალელურად 12 ივნისს, მეხანძრე-მაშველთა დღეზე, კალათით ხელდამშვენებულ მერს მხოლოდ 270 ლარის ღირებულების ბომბონერები, სახელად ალუბლის ვნება ჰქონდა გამეტებული ამ ხალხისთვის. ასეთია "ქოცების" დამოკიდებულება და კონკრეტულად ოზურგეთის ე.წ. ხელისუფლების ხალხის მიმართ," - ამბობს თათია ნიკოლაშვილი. 

მსგავსი სიახლეები