ოპოზიცია ასახელებს შესაძლო მიზეზებს, რატომ "მოიძულა ივანიშვილმა მდინარაძე"
რატომ გადაწყვიტეს მამუკა მდინარაძისთვის ძალოვანი უწყებების ჩამოშორება? - სამთავრობო ცვლილებებმა ოპოზიციას გაუჩინა ეჭვი, რომ მდინარაძე მისი წარუმატებელი ინიციატივების გამო ჩამოაქვეითეს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე "პირველებთან" ამბობს, რომ სავარაუდოდ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მდინარაძის კოორდინირებით მომუშავე უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა.
საბოლოო ჯამში, მამუკა მდინარაძის ჩამოტარება და ხელოვნურად შექმნილ სამინისტროებში მინისტრად დანიშვნა, გამპირობებულია იმით, რომ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს მოძულებული ჰყავს მდინარაძე. აშკარაა, რომ რაღაცას თავი ვერ გაართვა - ეს ერთი და მეორე: აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემა შეუქმნა. ალბათ, ეს შეიძლება იყოს იმ ცენზურის გამო, რომელიც შემოიღო და ბიძინა ივანიშვილს მოუბრუნდა უკან. შეიძლება ამ ზონდერ დაჯგუფებების შექმნა და მოძალადეების წახალისება, შეიძლება საერთოდ სხვა მიზეზი იყოს - ბიზნეს-კრიმინალთან დაკავშირებული საკითხი. ფაქტია, რომ ივანიშვილს და მის ოჯახს მდინარაძე. სწორედ ამიტომ, ასე რომ წყდება საკადრო საკითხები, და ქვეყანაში ასე იქმნება სამინისტროები, არავინ იცის, მაგალითად რა ფუნქცია შესარულა კოორდინაციის სამინისტრომ, ამიტომ არის ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს კრიმინალური სისტემა და რეჟიმი"- განაცხადა თენგო თევზაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ირაკლი ფავკლენიშვილისთვის სამთავრობო ცვლილებები და მამუკა მდინარაძისთვის მორიგი სამინისტროს შექმნა "ქართულ ოცნებაში" არსებულ კრიზისზე მიანიშნებს.
შეუძლებელია ვინმემ აღიქვას ნორმალურ ყოფად ის, რომ ადამიანს ორ თვეში ერთხელ უქმნიან ახალ-ახალ სამინისტროებს და აბარებენ ამ სამინისტროების მართვას. რომელი კლანის სიმძლავრეს მოწმობს ეს და რომლის დასუსტებას, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ "ოცნების" შიგნით საქმე არის ძალიან რთულადაა. ეს ხალხი ვერ ლაგდება, უწევთ სუს-ის ხელმძღვანელის 6 თვეში ერთხელ შერჩევა, მათ შორის უევთ ბატონი მდინარაძის რამდენჯერმე დანიშვნა ახლადგამოგონილ თანამდებობებზე. ეს მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც არის მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის შიგნით"- თქვა ფავლენიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.
ასევე ნახეთ:
- არ იციან, რა უყონ მდინარაძეს - "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა სამთავრობო ცვლილებებს "უნიჭო კარუსელი" უწოდა
- ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია
- სოფელში გაგზავნილი გამოუსადეგარი ნივთი - კუპრაძე მამუკა მდინარაძეზე
- მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა - ანა ბუჩუკური