აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა - რატი იონათამიშვილი

13.08.26 13:18
აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა - რატი იონათამიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამი ათასი ტონა საწვავი შეიტანეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე გავრცელდა და შემდეგ ნამდვილობა დაადასტურა "ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც.

აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? - დაწერა ოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში იონათამიშვილმა. 

გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთოერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა  ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტილურ ტურბულენციაში დარჩება. 
მოდით მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. 
და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს. 
რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ  ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო. 
მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართვველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც - პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს...
დაბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი - ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია  ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!", - წერს რატი იონათამიშვილი. 

  • ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან კერძო კომპანიის მეშვეობით შევიდა. 
  • ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.