საწვავი ოკუპირებული აფხაზეთისთვის - "კომერციული ხელშეკრულების დადება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა"
საწვავი ოკუპირებული აფხაზეთისთვის - "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, სეპარატისულ რეჟიმთან შესაძლო ვაჭრობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "კომერციული ხელშეკრულების დადება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა".
შესაბამისად, დავითაია ამბობს, რომ მთავრობის დადგენილების და ნებართვის გარეშე, თუ საქმე არ გვავქს ჰუმანიტარულ აქტან, ეს უკვე ნიშნავს დანაშაულს.
დავითაია ასევე ინტერესდება, თუ რა ხელშეკრულებით და როგორ მოხდა თანხების გადარიცხვა.
ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის საკითხი - ჰუმანუტარული დახმარების გაწევა. რაც შეეხება კერძო ბიზნესს, კერძო ბიზნესი ვერ აწარმოებს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილება არ არის. ნათლად გააკეთა თავის განცხადებაში აფხაზეთის სეპარატისტულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ეს იყო მოძიებული გზები, ბენზინის შემოსატანად აფხაზეთში. საუბარია კომერციულ ხელშეკრულებაზე. აქ უკვე იკვეთება დანაშაულებრივი ელემენტები, იმიტომ, რომ კომერციული ხელშეკრულების დადება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის დარღვევაა სისხლის სამართლის კოდექსის კანონის ოკუპაციის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დადგენილებაა ამისთვის საჭირო. მაგრამ, აქ იბადება კითხვა - რა ხელშეკრულებით, როგორ მოხდა თანხების გადარიცხვა. ეს არის პირველი მერცხალი (ჯერ საუბარია ძალიან მცირე რაოდენობით ავტოპროდუქტებზე) მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამ საფარქვეშ შემდგომში რამდენი შეიძლება მათ მიეწოდოთ ავტოპროდუქტები, გამოყენებული იქნება ეს თუ არა რუსული ჯარის მიერ? - აი ეს კითხვის ნიშნებია, ამიტომაც არის კატეგორიულად მიუღებელი", - ამბობს პაატა დავითაია.
- ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან კერძო კომპანიის მეშვეობით შევიდა.
- ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.