რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგ

17.08.26 20:26
რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგ

რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან სკანდალური განცხადების შემდეგ - ექს-პრემიერის საცხოვრებელ სახლთან მისულ "პირველების" ჯგუფს სათვალთვალო კამერების უმეტესობა მოხსნილი დახვდა, ადგილზე არ იმყოფებოდა დაცვის სამსახურიც, რომელიც მანამდე ირაკლი ღარიბაშვილის სახლს 24 საათის განმავლობაში იცავდა. 

მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეზობლის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა რაც ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობა შემცირდა. 

შემცირებული რაოდენობით არის, მაგრამ ისე, როგორც ადრე ბიჭები, რომ იდგნენ, ასე აღარ. ტაძარში თუ ვხედავ ნუნუკას, თორე ისე... არა მგონია [სხვაგან ცხოვრობდნენ]. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რამდენიმე თვეზე მეტი იქნება, რაც [დაცვა შემცირებულია]. ესე აღარ ჩანან გარეთ ბოლო თვეების განმავლობაში," - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები