ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი კალაძეს პასუხობს
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
კალაძემ ყოფილი პრემიერის განცხადებები "პოლიტიკურ სპეკულაციად" შეაფასა და ღარიბაშვილის ქცევაზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეცდომა შეიძლება მოუვიდეს, თუმცა "ნებისმიერი განსაცდელი კაცურად და ადამიანურად უნდა მიიღოს".
სხვის კაცობაზე ლაპარაკი ადვილია, კაცურად მოქცევა ძნელი..." - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
ასევე ნახეთ:
- ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული
- ღარიბაშვილის ოჯახი ალაპარაკდა - ექს-პრემიერის ცოლის ძმა "სახლებში შევარდნის ჰოლივუდურ სცენარზე" საუბრობს
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში საეჭვო თვითმკვლელობებზე ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.