ხუხაშვილი ღარიბაშვილს: დაასახელე ფაქტები
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მზად არის პროკურატურის შეკითხვებს მისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხოს - განცხადება ექსპერტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვეზე დაუბარეს.
ერთადერთი რაც მთელი ამ სერიიდან ვიცი, (ბევრი თვითმკვლელობა იყო ბოლო პერიოდში) ეს არის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სადაც პრინციპში, ბუნდოვანება დღემდე ნარჩუნდება: ანუ, მოტვები, რატომ იკლავდა თავს, რა ხდებოდა ჩვენ არ ვიცით. დანარჩები გამოძიების საქმეა, რა ცემი საქმეა, მაგრამ კი ბატონო, თუ კითხვები აქვთ, მზად ვარ, ვუპასუხო ჩემი კომპეტენციის ფარგლებში"- თქვა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას, პოლიტოლოგის თქმით, კარგი იქნება, თუ ექს-პრემიერი ფაქტებს დაასახელებს.
ბელექტრისტიკას თავი დაანებოს და გვესაუბროს ფაქტებით. მას ჩვენგან განსხვავებით, ჰქონდა წვდომა კონკრეტულ ინფორმაციებზე და თუ აქვს რაიმე კონკრეტული ფაქტები და არამხოლოდ კითხვები, კითხვები შეიძლება ჩვენ გვქონდეს, მას კი როგორც ყოფილ პრემიერს პასუხები უნდა ჰქონდეს. თუ რამე პასუხები და ფაქტები აქვს, კარგი იქნება, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში"- დასძინა ხუხასვილმა.
ამავე თემაზე:
- ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი პროკურატურაში დაბარებაზე
- ნანუკა ჟორჟოლიანი ეჭვობს, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ამბის მიღმა "გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება"
- თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის გამოკითხვაზე დაბარებას ოპონენტების დაშინებას უკავშირებს
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.