ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა "ოცნების" 14 წლიან მმართველობას "ისტორიული სიცრუე" უწოდეს
საქართველოში არის მკაფიოდ გამოკვეთილი პრო-რუსული მმართველობა - ასე აღწერენ "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერები ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის 14 წლისნ მმართველობას.
"ისტორიული სიცრუე განხორციელდა ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც მიაჩნდა, რომ 1 ოქტომბერი იყო მისი გამარჯვება"- ამბობს "პირველებთან" პარტია "ახალის" წევრი გედევან ფოფხაძე.
მისი თქმით, ხელისუფლების დეგრადაციის პროცესი წტაპობრივად განვითარდა:
აი ახლა, რომ ვისმენ ძველ დაპირებებს, პირდაპირ შოკში ვვარდები იმის განცდით, რომ აი, იმის საწინააღმდეგო კეთდება, რა დაპირებები იყო გაცემული.
ესეიგი, არა უბრალოდ მოატყუეს ხალხი და არ შეასრულეს გაცემული დაპირებები, არამედ ყველაფერი გაკეთდა საწინააღმდეგოდ, ისტორიული სიცრუე განხორციელდა ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც მიაჩნდა, რომ 1 ოქტომბერი იყო მისი გამარჯვება.
ივანიშვილი კი ძალიან თვალსაჩინოდ ადასტურებს იმ თეზას, რომ აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აქბსოლუტირი ძალაუფლება, აბსოლუტურად რყვნის.
ხელისუფლების დეგრადაციის პროცესი განვითარდა 14 წლის მანძილზე ეტაპობრივად, ვერ გეტყვით, რომ პირველივე წლებში იგრძნობოდა ის, რომ ჩვენ მივდიოდით რაღაცა რუსული ფეოდალური, პროვინციული დიქტატურისკენ." - აცხადებს გედევან ფოფხაძე
ყოფილი სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა "ოცნების" 14 წლიანი მმართველობის შეფასებისას პირდაპირ თქვა, რომ "დღეს საქართველო რუსეთის მძევალია".
დარწმუნებული იყავი, ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო რა, რომ ის არდემოკრატიული ვიტყოდი მმართველობითი ფორმა, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვანაირად იყო ყველაფერი და რაღაცნაირად ზემოდან ნამდვილ, რეალურ, პროევროპულ დედმოკრატიულ, უდიდეს განვითარებას, მაგრამ ეს არ მოხდა. დღეს უკვე საქართველო რუსეთის მძევალია, ივანისვილმა შესთავაზა თუ პუტინმა შესთავაზა თანამშრომლობა ჩემთვის ეს უკვე მეორადია. ამ წუთში, ამ წამს, საქართველო არის მკაფიოდ გამოკვეთილი პრო-რუსული"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი კი "პირველებთან" "ოცნების" დამფუძნებელთან პირველი უთანხმოება გაიხსენა და თქვა, რომ უთანხმოება დაიწყო 2016 წელს, როცა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მოსმენების კანონის შესახებ ალტერნატიული კანონპროქტი წარადგინა.
ექს-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაპირისპირების კიზეზი იყო ლევან მურუსიძის "ქართულ ოცნებაში" ინტეგრაციის საკითხიც.
პირველი განხეთქილება, რომელიც 2016 წლამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ეს იყო მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ყველას ახსოვს ის ალტერნატიული კანონპროექტები, რომელიც რესპუბლიკელებს გვქონდა. ეს იყო საყდრისის საქმე, სადაც ჩვენ ხმა მივეცით განსხვავებულად, იყო სასამართლოების საკითხი. მე მოქმედი მინისტრი ვიყავი, როდესაც ეთერიდან ეთერში დავდიოდი ბატონი კლანის მეთაურის, მურუსიძის ქართულ ოცნებში ინტეგრაციის მომენტში და საზოგადეობას ვთხოვდი მხარდჭერას ამ მავნე მოვლენის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მომაწიფა ის მდგომარეობა, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად მისი ცალსახა და პირდაპირი შემოთავაზებებისა, პირადად ჩემთვის, პარლამენტის თავმჯდომარესთვის, რომ მიმეღო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილოება, ეს იყო სრულიად გამორიცხული," - ამბობს თინა ხიდაშელი.