სააკაშვილის ხერხემალი დუმილს არღვევს - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ბიძასთან
პირველი ინტერვიუ სააკაშვილის ბიძასთან, რომელიც 11 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მისიით დაბრუნდა - თემურ ალასანია ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე და მის მოლოდინებზე საუბრობს.
ალასანიამ დისშვილის პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, ოჯახური ტრადიცია არც ახლა დაარღვია და სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოში, ოჯახში დაბრუნდა. ალასანია იმედს გამოქვამს, რომ პენიტენციური სამსახური მას 21 დეკემბერს ოჯახის წევრის მონახულების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება მოლოდინებს, თემურ ალასანია პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილს ბრძოლაზე უარს ვერავინ ათქმევინებს:
"მიშა გაძლებს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა - ამის პირობას გაძლევთ მე, თემურ ალასანია, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს მას"- აცხადებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ბიძა.
ალასანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს კარგად იცნობს, პირდაპირ ამბობს, რომ "ბრძოლაზე უარი არ იქნება":
მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ მიშამ ბრძოლაზე თქვას უარი - ეს სრული ოქსიმორონია, ბრძოლაზე უარი არ იქნება"- აცხადებს თემურ ალასანია.
მისი თქმით, სააკაშვილს მისთვის სამშობლოში დაბრუნების მარშრუტი არ გაუმხელია, რითაც პროფესიით იურისტმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრი დაიცვა, რომ მას ცრუ ჩვენება არ მიეცა.
ციხისთვის ემზადებოდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა. მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვქონია. მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ ჩამოვალო, მას შემდეგ მე მიშა არ მინახავს"- ამბობს ალასანია და იქვე განმარტავს, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილს სააკაშვილი გასულ წლებშიც გამოთქვამდა და მაშინ მასთან ამ საკითხზე უსაუბრია, და ეუბნებოდა, რომ "ეს იყო რისკი და ასეთ ნაბიჯს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს".
"გარანტიებში არ ვგულისხმობ, რომ არ დაგიჭირონ, არამედ, იმ მონაკვეთში ეს შენი ნაბიჯი სათანადოდ იქნება შეფასებული საზოგადოების მიერ და აღქმული იქნება, როგორც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი"- აცხადებს სააკაშვილის ოჯახის წევრი.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამჯერად გარკვეული გარანტიები, ალასანია ამბობს, რომ ასეთის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
ვცდილობ, რომ რაღაცნაირი ექსტრაპლაცია გავაკეთო, რაც მაქვს, მაგრამ მინიშნებითაც ვერ კი მივდივარ იმ დასკვნამდე, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა, ეს ერთი და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ამას დაიჯერებდა. არ მეგულება დღეს ისეთი ვინმე ვის გარანტიასაც დაუჯერებდი"- აცხადებს ალასანია.
მისი თქმით, თავის დროზე (ოპოზიციის მხრიდან) იყო გარკვეული საუბრები, რომ "თქვენ გელოდებიან, ჩამოსვლა იქნება ძალიან დროული".
ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი. ვერ შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას. მესამე ნაწილი პირდაპირ იმუქრებოდა - ძირითადად ეს მუქარა ხელისუფლებისგან მოდიოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიღაცა ერთმა მოატყუა, შეაცდინა, მიშას შეცდენა ძალიან ძნელია"- განაცხადა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ალსანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ხერხემალი ნოდარ მელაძის კითხვების პირიპსირ - ამერიკის გავლენიანი მოქალაქე მხოლოდ "შაბათის ეთერთან" ყვება, რატომ "არ მიუღია, სააკაშვილს პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა".
ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი ინტერვიუდან გაიგებთ, დაურეკა თუ არა საქართველოში ჩამოსულმა ექსპრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს.
თემურ ალასანიამ უპასუხა კითხვას, რა ურთიერთიბა აქვს მოქმედ პრეზიდენტთან და აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.
დღეს და მხოლოდ "შაბათის ეთერში" გაირკვევა, რას ამბობს, მესამე პრეზიდენტის ბიძა, სკანდალურ ჩანაწერებზე, რის გამოც ის საქართველოში ჩამოსვლიდან 1 საათში გამოკითხვაზე დაიბარეს - ეკუთვნის თუ არა ფრაზა - "გადავუხდი მილიონს, ვინც მოკლავს ბიძინა ივანიშვილს" და აგინებს თუ არა სააკაშვილის ბიძა ქართველებს.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური ინტერვიუ ვრცლედ ნახეთ აქ