"თავს დავუშავებო" -,, პირველებმა" გერლიანის დისა და ყოფილი ცოლის მიმოწერა მოიპოვა

21.12.21 12:30
"თავს დავუშავებო" -,, პირველებმა" გერლიანის დისა და ყოფილი ცოლის მიმოწერა მოიპოვა

რამაზ გერლიანის საქმე - ირკვევა, რომ  „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის პრობლემის შესახებ მისი ოჯახის წევრებმაც იცოდნენ. 

"ორი კვირაა, მანერვიულებს, სულ გააგიჟეს... თავს დავუშავებო" - წერია მიმოწერაში, რომელიც გაუჩინარებული რამაზ გერლიანის დამ გაასაჯაროვა. 

მიმოწერის მიხედვით, ია ჯინჭველაძე გერლიანის დას წერს, რომ მისი ძმა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

ცნობისთვის, ჯინჭველაძე პოლიციამ გუშინ დაკითხა. ამასთან, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა გერლიანის ოფისში, სადაც წერილი და მობილური ტელეფონი იპოვეს. ირკვევა, რომ მობილური სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა. 

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ   გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.

მსგავსი სიახლეები