მოლაპარაკებები პრეზიდენტთან - ოპოზიცია საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიას განიხილავს
ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაში ხედავს. ამნისტიის ერთ-ერთი პირველი ინციატორი რამდენიმე თვის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა იყო, რომელმაც მილენიუმის აქტის შესახებ ისაუბრა. უგულავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ამნისტიით შესაძლოა, ვითარება განიმუხტოს.
საყოველთაო ამნისტია არის ერთადერთი ყველაზე სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან რა სიტუაციაშიც საქართველო აღმოჩნდა.
ამნისტიის იდეა, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, შედგება შემდეგისგან - 2000 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ამ პერიოდის, რომელიც 3 ეპოქას მოიცავს, გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია.
ამნისტია არ არის ის აქტი, რომელიც უნდა გამოსცეს პრეზიდენტმა. ამნისტია არის საყოველთაო აქტი. მას სჭირდება უმრავლესობის მონაწილეობა", - ამბობს გიგი უგულავა.
ოპოზიციის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ამნისტია კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯია.
არ ვარ ხოლმე აღფრთოვანებული ფართომასშტაბიანი ამნისტიის იმიტომ, რომ ყოველთვის მომხრე ვიყავი იმისა, რომ სამართლიანობას ეზეიმა, მაგრამ როცა ქვეყანა არის ასეთ უმძიმეს კრიზისში. ესეც მსოფლიო და მიღებული პრაქტიკა არის, იმისათვის რომ პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი მოიხსნას", - ამბობს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტიის ინიციატივით დღეს პრეზიდენტის სასახლეში "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური მივიდა.