დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ რეპრესიებს ატარებთ - ომბუდსმენი "ოცნებას"
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივას სოციალური ქსელშ ეხმიანება და უწყების ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას სოლიდარობას უცხადებს. ნინო ლომჯარია კანონპროექტის ავტორებსაც მიმართავს და მათ რეპრესიების ჩატარებაში ადანაშაულებს.
კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები!
ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო, და ამ კანონპრპექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ! ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს!, - წერს ომბუდსმენი.
გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივას განიხილავენ, უწყების ხელმძღვანელელმა, ლონდა თოლორაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, როცა ის სამშობიაროდან ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებაზე მუშაობდა, "ქართული ოცნება" მისი გაუქმების ინიციატივაზე მსჯელობდა. ლონდა თოლორაიამ კანონპროექტის ყველა ავტორ მამაკაცს "მადლობა" გადაუხადა.