შესაძლოა, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზე - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე
მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემქმნას შესაძლოა, მხარი "ქართულმა ოცნებამ" დაუჭიროს, თუმცა ერთადერთი მიზეზით - ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როცა საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არანაირი საფუძველი არა აქვს. შეიძლება, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ცნობილია, რომ გახარიას პარტია ,,ენმ"-ს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.