„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ დეკლარირებულადაა პროდასავლური - სამადაშვილი
ოპოზიცინერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" თავმდჯომარის განცხადებას ეხმიანება, რომელიც დასავლელ პარტნიორებს თავს მორიგ ჯერზე დაესხა. სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდის საგარეო კურსი მხოლოდ დეკლარირებულადაა პროდასავლური და სტრატეგიულ პარტნიორებს რუსეთის მსგავსად სუვენერენული დემოკრატიის ენით ესაუბრება.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. ესაუბრება მათ ე.წ. სუვერენული დემოკრატატიის ენით, რომლითაც ჩვენ გვესმის, რომ საუბრობს ხოლმე რუსეთი დასავლეთთან, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ამავე დროს ირაკლი კობახიძე ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი უნდა შეიტანოს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსი არის მხოლოდ დეკლარირებულად პროდასავლური. გაურკვეველია ვისთან აქვს პრეტენზიები ბატონ კობახიძეს. თუ ინფორმირებულები არ არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რატომ არ აწვდინა მაშინ ინფორმაციას? ძალიან კარგად ინფორმირებულები რომ არიან, იმიტომ აკეთებენ ამ განცხადებას, - თქვა სამადაშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას " უსამართლოს და არასწორს" უწოდებს. საქმე ეხება სახელმწიფო ინსეპქტორის გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებას, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა მმართველი გუნდი გააკრიტიკეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი შეფასებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს.