არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი ხვალ შევა.
ინფორმაცია მედიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაიბის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძე მიაწოდა.
მისი თქმით, სააკაშვილს იმედი აქვს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში შეიქმნება და მას ჩვენების მიცემის საშუალება მიეცემა.
მიხეილ სააკაშვილი ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება და გამოკითხავენ. დიდი იმედი აქვს, რომ საპარლამენტო კომისიაც იქნება და მას ჩვენებას მისცემს. მიაჩნია, რომ ეს კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და იმუშავოს", - განაცხადა ხერხეულიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა - ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ცნობილია, რომ გახარიას პარტია ,,ენმ"-ს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.