ყაზახეთში დაბრუნებული რუსული ჯარი იქ ფუნდამენტურად დაისადგურებს - თინა ხიდაშელი

06.01.22 16:47
ყაზახეთში დაბრუნებული რუსული ჯარი იქ ფუნდამენტურად დაისადგურებს - თინა ხიდაშელი

რუსეთი ყაზახეთში გავლენების მოპოვებას ცდილობს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ "სამშვიდობო მისიით" ყაზახეთში შესული რუსული ჯარი ქვეყანაში მუდმივად დარჩება და საკუთარ ინტერესებს გაატარებს. 

არსებობს მოლოდინიც იმისი, რომ ყაზახეთში დაბრუნებული რუსული ჯარი იქ ფუნდამენტურად დაისადგურებს და გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზიები ექნება რუსეთს ყაზახეთის მიმართ ამ "დახმარების" გაწევის ფონზე თუ პროცესი სწრაფად ჩააცხრეს და დააწყნარეს. შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ერთგვარად მიჩუმებულ და მეორე პლანზე გადატანილ ტერიტორიულ მოთხოვნებს, რომელიც რუსეთს მუდამ ჰქონდა ყაზახეთის მიმართ, ეხლა შეიძლება მათ გაცოცხლებას ველოდოთ", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში გადასროლა დაიწყო. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია  ყაზახეთში ჯარებს აგზავნის. ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის რუსეთი. ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარება სწორედ ამ ქვეყნებს სთხოვა. ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო და ჯარი  ტერიტორიაზე დროებით განთავსდება. პაშინიანს არ დაუკონკრეტებია რამდენი ჯარისკაცი განთავსდება ყაზახეთში.