ხელისუფლება ცდილობდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს შორის ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა - დიანა ტრაპაიძე UNESCO-ს სიაზე

07.01.22 12:59
ხელისუფლება  ცდილობდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს შორის ყოველგვარი  კავშირი გაეწყვიტა - დიანა ტრაპაიძე UNESCO-ს სიაზე

"ტვ პირველის" ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძისთვის, UNESCO-ს  მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლექსო ლაშქარავას მოხვედრა მოულოდნელი არ ყოფილა. დიანა ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ ლაშქარავა 5 ივლისის ძალადობის შედეგად არ გარდაცვლილა, UNESCO-ს სიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის სიკვდილის მიზეზი სწორედ მასზე განხორციელებული ძალადობა იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და მათ შორის, კანონდარღვევითაც, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს შორის ყოველგვარი  კავშირი გაეწყვიტა, ეს კავშირი ვერ წყდება, იმიტომ რომ ვერაფერი საპირისპირო რაიმე სანდო არგუმენტი ამისთვის არ მოგვისმენია, ნამდვილად ვიმორებ, რომ ეს იყო ძალიან ტრაგიკული დღე და ეს სია ჩემთვისაც უცხო იყო, რომ UNESCO მოკლული ჟურნალისტების სიას აქვეყნებდა. მისი მოხვედრაც ამ სიაში ნამდვილად არ იყო მოულოდნელი", - ამბობს დიანა ტრაპაიძე. 

UNESCO-მ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.