UNESCO-ს ეს მონაცემები არის არაადეკვატური - ირაკლი ზარქუა მოკლულ ჟურნალისტთა სიაზე

07.01.22 14:31
UNESCO-ს  ეს მონაცემები არის არაადეკვატური - ირაკლი  ზარქუა მოკლულ ჟურნალისტთა  სიაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი  ზარქუას თქმით, UNESCO-ს მხრიდან ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის შედეგია."ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ UNESCO-ს სიის მონაცემები არასწორია, რადგან ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო, არ ვიცი, რატომ გამოგრჩათ, 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს და ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა.

UNESCO-ს  ეს მონაცემები არის, რბილად რომ ვთქვათ,  არაადეკვატური, შეცდომაშია შესული იმიტომ, რომ მათ შორის გარდაცვალების მზიეზები გამოძიებამ დაადგინა. ასე რომ არავის მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება, ის რაც მოხდა არის ტრაგედია, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ ეს არასწორია და გამოძიებამაც ამას პასუხი გასცა",- თქვა ირაკლი ზარქუამ.

UNESCO-მ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.