ალექსანდრე გეჯაძე ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე, რომელსაც ხელს აწერს არ საუბრობს

07.01.22 19:57
ალექსანდრე გეჯაძე ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე, რომელსაც ხელს აწერს არ საუბრობს

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ საუბრობს.

გეჯაძე თავის დროზე ოჯახის თანხმობით ჩაერთო საქმეში.  ექსპერტი ჟურნალისტების შეკითხვებს ხვალ, პირველ საათზე უპასუხებს. 

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილიდან 6 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც UNESCO-მ "ტვ პირველის" ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა.  შსს-მ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო და ის 37 გვერდისგან შედგება.  ჟურნალისტებისთვის ხელმისწავდომი მხოლოდ 6 გვერდი გახდა.

UNESCO-მ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.