"ჩვენ ყველაფერი, ოპონენტს არაფერი, ამ პრინციპით მოქმედებს ენმ" - გახარიას გუნდი ნიკა მელიას პასუხობს

14.01.22 11:46
"ჩვენ ყველაფერი, ოპონენტს არაფერი, ამ პრინციპით მოქმედებს ენმ" - გახარიას გუნდი ნიკა მელიას პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ბრალდებას, რომელმაც პარტია "საქართველოსთვის"   ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა, გახარიას გუნდში ბრალდებითვე პასუხობენ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებშო პროცესები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" გამო ჭიანურდება. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა 5 სხდომა, საიდანაც ბოლო 3 სხდომას არ დასწრებია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. სენაკის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" არ დასწრებია 6 სხდომიდან, ბოლო 3 სხდომას, სადაც ასევე, გაუგებარია მიზეზი, სადაც ასევე, არ აინტერესებს "ქართულ ოცნებას" სენაკში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ჩემთან თუ ხარ, ყველა თანამდებობები გავინაწილოთ ჩვენ. ჩვენ ყელაფერი, სხვას, ჩვენს ოპონენტს, არაფერი. აი, ამ პრინციპით მოქმედებს წალენჯიხელებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - თქვა ბერდია სიჭინავამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.  სკანდალური განცხადება ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. მისი თქმით, იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო,გიორგი  გახარიას თანაპარტიელების გამო საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევა და ბიუჯეტის დამტკიცება ვერ ხერხდება, ზარალდება ხალხი და გაჭიანურებული პროცესით "ქართული ოცნება" იგებს.