რეჟიმი საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე დამატებითი ტერიტორიების წართმევას გეგმავს - დავით ქაცარავა

19.01.22 15:42
რეჟიმი საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე დამატებითი ტერიტორიების წართმევას გეგმავს - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახალი რუკით ხელმძღვანელობს, რომლიც საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე დამატებითი ტერიტორიების წართმევას გულისხმობს. 

ქაცარავა და მისი გუნდი სოფელ კირბალში იმყოფება, სადაც ოკუპანტებმა საფლავების მიტაცება დაიწეყს. 

ეს გეგმა გულისხმობს ფაქტობრივად საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე დამატებითი ტერიტორიების წართმევას გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთი სოფელია კირბალი, სადაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს ათობით ჰექტრების წართმევას. ზაფხულიდან ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება და დატერორება გატაცებების სახით. ახლა უკვე, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მოსახლეობა ზაფხულის მერე ამოსვლას ერიდება, რადგან ეს შიშის ზომას წარმოადგენს"- აცხადებს ქაცარავა. 

რაც შეეხება სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ლილუაშვილის უწყება ბორდერიზაციას არ ადასტურებს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმოამადგენლები  სოფელ კირბალში დილიდან გამოჩდნენ  და იქ არსებულ  ერთდაერთ სასაფლაოზე  მავთულხლართებს ავლებენ.