განცხადება შეეხებოდა მწვანე საშვების გაუქმების შესახებ განმარტებას - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პრემიერს იცავს
პრემიერის ანტვაქსერული განცხადება - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარზე თავის მართლება ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, მის მოადგილესაც მოუწია.
"განცხადება შეეხებოდა მწვანე საშვების გაუქმების შესახებ განმარტებას", - თქვა თამარ განუნიამ.
განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გადატანილის სტატუსი და ასევე ვაქცინაცია, ცხადია, აღარ არის "ომიკრონის" პირობებში გარანტია, რომ პირი არ დაინფიცირდეს. ამდენად, მწვანე საშვის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო უკვე რამდენიმე კვირის წინ. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან "ომიკრონის" პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს და ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალებისგან", - თქვა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრიც, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს პრემიერი ანტივაქსერი არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს".